Raregene.ge

რეარგენი და CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდი ერთიანდებიან იშვიათი გენეტიკური დაავადებების მხარდასაჭერად

რეარგენი და CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდი იწყებენ თანამშრომლობას, რომლის მიზანია საქართველოში იშვიათი გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტიკის, მაღალი ხარისხის ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობისა და პაციენტთა მხარდაჭერის გაძლიერება.

ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის პროცესში ხშირად ხანგრძლივ და რთულ გზას გადიან.

თანამშრომლობა ორიენტირებულია:

• იშვიათი გენეტიკური დაავადებების ადრეულ და ზუსტ დიაგნოსტიკაზე
• პაციენტებისა და მათი ოჯახების ინფორმირებულობის გაზრდაზე
• სამედიცინო საზოგადოების ცოდნის გაღრმავებაზე
• პერსონალიზებული მართვის ხელშეწყობაზე

მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებთან თანამშრომლობით, Raregene ქმნის გლობალური ლაბორატორიული ექსპერტიზის ხელმისაწვდომობას საქართველოში და ხელს უწყობს ზუსტი გენომური დიაგნოსტიკის განვითარებას.

ჩვენი საერთო მიზანია:

• მეტი ოჯახის მხარდაჭერა
• დიაგნოზამდე დროის შემცირება
• მკაფიო და პერსონალიზებული სამედიცინო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა
• განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის უკეთესი მომავლის ხელშეწყობა

ჩვენ გვჯერა, რომ ზუსტი დიაგნოზი არის პირველი ნაბიჯი სწორი მართვისკენ 
და სწორი მართვა ნიშნავს მეტ შესაძლებლობას.