Raregene.ge

4 თებერვალი - კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მკურნალობას არ ნიშნავს. ის იწყება ცნობიერების ამაღლებით, გრძელდება პრევენციით და რისკების შეფასებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადრეული გამოვლენის ეტაპზე და ეფუძნება სწორად შერჩეულ ტესტირებას — დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და ინდივიდუალური მკურნალობის დაგეგმვის მიზნით.

თანამედროვე მედიცინა, ამ პროცესში განსაკუთრებული როლს ანიჭრბს გენეტიკურ დიაგნოსტიკას. ონკოლოგიის და გენეტიკის ინტეგრაცია ქმნის შესაძლებლობას, გამოვავლინოთ დაავადება ადრეულ ეტაპზე და ექიმებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად უდევს ინდივიდუალური რისკების შეფასებას და პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგვმას.
რეარგენი მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლებას და აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას თანამედროვე გენეტიკური დიაგნოსტიკის შესაძლებლობებზე.