წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს RareGene-ის ვებგვერდისა და დიაგნოსტიკური სერვისების გამოყენებას. ვებგვერდზე წვდომით ან სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
ვებგვერდის გამოყენებით ან დიაგნოსტიკური მოთხოვნის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ შეწყვიტოთ ვებგვერდისა და სერვისების გამოყენება.
ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის და არ ცვლის პროფესიონალურ სამედიცინო რჩევას, დიაგნოზს ან მკურნალობას. დიაგნოსტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს შესაბამისმა კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა.
RareGene უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ მომსახურებას. სერვისები არ წარმოადგენს სამედიცინო კონსულტაციას.
სერვისების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ტესტის ტიპის, კლინიკური მოთხოვნების ან ლაბორატორიული შესაძლებლობების მიხედვით.
დიაგნოსტიკური ტესტები უნდა დაინიშნოს:
⦁ ლიცენზირებული ექიმის მიერ
⦁ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ
⦁ შესაბამისი პროფილის ავტორიზებული პროფესიონალის მიერ
სკრინინგული ტესტების განხორციელება შესაძლებელია კლინიკური ზედამხედველობის გარეშე, შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში.
RareGene ცდილობს უზრუნველყოს ზუსტი და სანდო დიაგნოსტიკა, თუმცა:
⦁ არცერთი ლაბორატორიული ტესტი არ არის 100%-ით შეცდომებისგან თავისუფალი
⦁ შედეგებზე შეიძლება გავლენა იქონიოს ნიმუშის ხარისხმა და კლინიკურმა კონტექსტმა
⦁ შედეგები უნდა შეფასდეს კვალიფიციური კლინიცისტის მიერ
⦁ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება
RareGene არ არის პასუხისმგებელი არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ კლინიკურ გადაწყვეტილებებზე, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დაშვებული პასუხისმგებლობის ფარგლებში.
მომხმარებელი თანხმდება:
⦁ მიაწოდოს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია
⦁ გამოიყენოს ვებგვერდი კანონიერად და ეთიკურად
⦁ დაიცვას ავტორიზაციის მონაცემები
ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა (მათ შორის ტექსტი, დიზაინი, ლოგოები, გამოსახულებები) წარმოადგენს RareGene-ის საკუთრებას და მისი გამოყენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.
პერსონალური და კლინიკური მონაცემები მუშავდება RareGene-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ზოგიერთი ტესტის ნიმუშები იგზავნება საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში. ნიმუშის გაგზავნით თქვენ ეთანხმებით მონაცემებისა და ნიმუშების უსაფრთხო გადაცემას რეარგენის პარტნიორი საერთაშორისო ლაბორატორიისთვის.
სერვისებზე ფასების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
RareGene იტოვებს უფლებას ტექნიკური, ოპერაციული ან რეგულატორული მიზეზების გამო შეცვალოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი სერვისი.
RareGene არ არის პასუხისმგებელი:
⦁ ტესტის შედეგებზე დაფუძნებულ კლინიკურ გადაწყვეტილებებზე
⦁ ლოჯისტიკით ან ნიმუშის ხარისხით გამოწვეულ დაგვიანებებზე
⦁ მესამე პირის მიერ შედეგების არასწორ ინტერპრეტაციაზე
⦁ ვებგვერდის ტექნიკურ შეფერხებებზე
პასუხისმგებლობა შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული პასუისმგებლობის ფარგლებში.
ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს გარე რესურსებზე ბმულებს.
RareGene უფლებამოსილია განაახლოს ეს წესები და პირობები ნებისმიერ დროს.
ეს წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
For questions regarding these Terms and Conditions, please contact:
Email: laboratory@raregene.ge
Phone: 511 146 672